12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.
ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა, საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია 26 000-მდე ადამიანი, ომში დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა სულ 2 232–ია.
აგვისტო ომის შემდგომ, რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
12 წელი გავიდა აგისტოს ომიდან – მცოცავი ოკუპაცია, ხალხის გატაცება, ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება და წამება გრძელდება.