/,,რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას”

,,რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას”

Spread the love

 

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი:

,,12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, 12 წელია რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, 12 წელია, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გამკლავება, 12 წელია საქართველო თავის დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებთან ერთად, ცდილობს სამშვიდობო გზით წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას და დაიცვას ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, ევროკავშირმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. ექვსპუნქტიან შეთანხმებას.

დღემდე, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო ვალდებულებები.

განსაკუთრებულია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა – ეს ის მექანიზმებია, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის ევროკავშირის ძალისხმევას ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან ერთადერთ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს წარმოადგენს, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია მათ არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას.

საქართველომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაადასტურა დამოუკიდებლობის ნება, შესაბამისად ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, რომელიც თავისუფლების დაცვითაა ნაკარნახევი, ლოგიკური და შეუქცევადია.”


Spread the love