ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და სტუმრების საყურადღებოდ.
,,როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ჭიორა-ღებისა და გლოლა-შოვის მიმართულებით შემოვლითი გზის გაჭრა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს გზის დაპროფილებას, პარაპეტების მოწყობისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის აუცილებელ სხვა ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო მოძრაობა. აღნიშნულ ღონისძიებებს დასჭირდება რამდენიმე დღე.
უკიდურესი საჭიროებისას (მედიკამენტის შეძენა, პაციენტის გადმოყვანა, აუცილებელი სურსათის შეძენა და სხვა) ნებადართულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, რომელსაც გააკონტროლებენ პოლიციის მუშაკები.
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ მოწყობის სამუშაოების პროცესში, შესაძლებელია გარკვეული დროით მოხდეს გზის გადაკეტვა მეგზევე ინჟინრების მიერ.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სტუმრებს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ ზემოხსენებული და შესაბამისი საჭიროების დროს მიმართონ ონის მერიას ცხელ ხაზზე: (595 115135; 551 004949) და აცნობონ გადაადგილების მიმართულება, დრო, საფუძველი და ავტომობილის ნომერი, რაც დაუყოვნებლივ მიეწოდება პოლიციას.”
მოძრაობაზე შეზღუდვების სრულად მოხსნის შესახებ მერია გაცნობებთ დაუყოვნებლივ.