/ინფორმაციული ომი

ინფორმაციული ომი

Spread the love

 

რუსეთის მთავარი მიზანია ინფორმაციულ ომში ყველა დაარწმუნოს, რომ მისგან წამოსულ აგრესიაში თავად არაფერ შუაშია და თავად მსხვერპლს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.

საინფორმაციო ომში რუსეთს მთავარი სამიზნე საკუთარი მოსახლეობაა და ცდილობს მის თვალში პრეზიდენტ პუტინის ქმედებები ყველანაირად გაამართლოს.

ასევე რუსეთის სამიზნე დასავლეთია, რუსები დასავლეთის გახლეჩას და ურთიერთობის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

რუსეთის ინფორმაცციული ომის ყველაზე დიდი გავლენები კი საქართველოში.

1992 წელს აფხაზეთის რეგიონში წარმოებულ ომში და მარცხში მან დაარწმუნა საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი იმაში, რომ აფხაზეთის დაკარგა პირველი პრეზიდენტის ზვიადი გამსახურდიას გამო მოხდა, ხოლო მეორე ნაწილი დაარწმუნა რომ შევარდნაძის გამო და აქაც რუსეთი მშრალი გამოძვრა, ხოლო ქართველბი კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძალიან დიდი ხნით, ამ ყველაფრის შედეგს კი დღემდე ვიმკით.

2008 წლის ომის დროს რუსეთმა ასევე შეძლო საქართველოს დიდი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ ომი საქართველომ წამოიწყო და მხოლოდ საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაკარგვაში და აქაც რუსეთის ქმედბებს არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია.

დრო მიდის, რუსეთის მეთოდები კი არ იცვლება.

 


Spread the love