ილიას ფილფანს ამ დრომდე ეძებენ, სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
18 ივლისს მესტიის მუიციპალიტეტის ლენჯერის თემში მცხოვრები 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან დაახლოებით 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი ქრება.
დღეს, საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა ტელეფონის ნომერზე გაიგზავნა შეტყობინება, რათა სვანეთში გაუჩინარებული ილია ფილფანის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შენთხვევაში დაუკავშირდენ 112–ს, შეტყობინებას თან ახლავს მოზარდის ფოტო.
13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე საქმე შსს-მ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.