თვითდასაქმებულებს, რომელებმაც დოკუმენტაციის პირობები ვერ დააკმაყოფილეს, ერთჯერადად 300ლარიან დამხარებას მაინც მიიღებენ . ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას მიმართა 250 ათასმა მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი სამასი ლარის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტები შევსებული.
სანამ დღეს ჩვენ გადავალთ მეორე ეტაპზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომლმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტაციის მოთხოვნები, დაერიცხოს ერთჯერადი დახმარებით 300 ლარი. ამით თვითდასამქმებულების ერთჯერადი პროგრამა დასრულდება“,- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მათ თანხა სექტემბრამდე ჩაერიცხებათ.