/სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ

Spread the love

ყველა სტუდენტი, ვინც არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიოორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერის თქმით, იმ სტუდენტებს. რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული და სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში იმყოფებიან, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.
პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი, ხოლო თანხა ჯამში დაახლოებით 170 მილიონ ლარს შეადგენს.

Spread the love