/სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში ჩვეულ რეჟიმში, დაგეგმილ დროს განახლდება.
ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, სადაც ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა შეაჯამა და საგამოცდო პროცესს წარმატებული უწოდა.
“დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, კიდევ ვიმეორებ, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, მაგრამ, ასევე, მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.