/საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’  ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე  განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ  საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც  ითვალისწინებს  კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი.

საქართველოს საპატრიარქო:

,,ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა  ზემოაღნიშნულის განხორციელებას.

ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ  და ვიმედოვნებთ, იგი  რეალობად მალე იქცევა.”