/უწერის ველო და სასოფლო ტურიზმის ცენტრი

უწერის ველო და სასოფლო ტურიზმის ცენტრი

Spread the love

 

უწერაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე XVIII საუკუნის სახლში ველო და სასოფლო ტურიზმის ცენტრი 2017 წელს დაფუძნდა.

ცენტრის მიზანია: ეკოლოგიის დაცვა, ველოტურისტების მომსახურეობა, სასოფლო ტურიზმში ჩართული ადგილობრივი ოჯახების მიერ, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, ასევე ამჟამად წარმატებულად ფუნქციონირებს  ICCT მიერ სერტიფიცირებული რამდენიმე საოჯახო სასტუმრო

ცენტრს წელს პანდემიის გამო, უცხოელი ტურისტები არ სწვევიან, მაგრამ ქართველი ტურისტების სიმცირეს არ უწუხან.

ცენტრს აქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელიც მიმართულია რაჭის ისტორიის, ეთნოგრაფიის და კულტურის კვლევაზე.

ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ქ–ნი მარინე მეტრეველი :

,,ამჟამად აქცენტები გადატანილი გვაქვს მთის ტურიზმის განვითარებაზე, რაჭის მეწარმეების / ფერმერების ჩართულობაზე და გააქტიურებაზე.

შარშან , ივლის–აგვისტოში ჩვენმა ორგანიზაციამ,  ონის სამხატვრო თექის სალონის გოგონებისათვის უსასყიდლოთ შექმნა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

ჩვენ სრულ ღიაობას ვუცხადებთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს ერთობლივი პროექტების  შექმნისა და განხორციელებისათვის

ცენტრის სახით ზემო რაჭაში შეიქმნა ტურისტული ადგილი, რომელმაც შეცვალა 280 წლიდან მნიშვნელობა და შესაბამისად, გარემო. ცენტრი უახლიოეს დროში განთავსდება google. map -ზე, რათა მსოფლიომ იხილოს და ეწვიოს მას.”

ცენტრში ასევე დაიწყო მუშაობა სახელმძღვანელოზე “ფერმერი და ტურიზმი ”

უწერის სასოფლო ტურიზმის ცენტრს ჰყავს ადგილობრივი მენეჯერები, რომლებიც გიდობას უწევენ სტუმრებს, ათვალიერებინებენ ცენტრში განთავსებულ მუზეუმს, ასევე ჩაბარებული აქვთ სამთო ველოსიპედები, რომელთა გაქირავება ხდება დღიურად და  შემოსავალი მათ  ჰონორარის სახით გაფაეცემათ.

ინფორმაცია მოგვაწოდა მარინე მეტრეველმა


 

 

 

 


Spread the love