/დაინახე ყველაფერი ამბროლაურში

დაინახე ყველაფერი ამბროლაურში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

,,მე ვარ ანტისტიგმა მოძრაობის წევრი”

,,დაინახე ყველაფერი” კამპანიის ფარგლებში დღეს, ორ  აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე სკვერში, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსახიობი ნატა მურვანიძე უძღვებოდა.

კამპანიის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ცვლილება

დაამსხვრიე მითი (სტიგმა შშმ პირებზე)

ბავშვები ჩაერთნენ სახალისო თამაშებში და ქვიზებში, შეკითხვები მთლიანად ეხებოდა შშმ პირებს და მათთან სწორ მიდგომებს.

ყველა მონაწილეს დასაჩუქრდა სამაჯურებით, წენის ჩანთებით და რამდენიმე მეხსიერების ბარათით.