/დაკავებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა

დაკავებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა
ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი.
აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.
უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.
ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს. როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს.
შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.