სტიქიის ზონაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ, ონის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტიქიის ზონაში მდებარე სოფლების მიმართულებით ვერტმფრენით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების შემთხვევაში.
შესაბამისი საჭიროებისას გთხოვთ, წინასწარ მიმართოთ პასუხისმგებელ პირს : მაია გობეჯიშვილი მობ.: 599224842.
სავარაუდოდ ფრენების დროებითი შეზრუდვა უამონდობამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 12 სოფელი კავშირს მოწყდა , დაზიანდა 10 ხიდი, სოფლებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და განგურდა შიდა სასოფლო გზები.