/დაინახე ყველაფერი ამბროლაურში

დაინახე ყველაფერი ამბროლაურში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

დაინახე ყველაფერი ამბროლაურში

2 აგვისტოს, ამბროლაურში, ტურისტული ცენტრის მდებარე სკვერში ძალიან საინტერესო ინსტალაცია თამაშით! თქვენთვის ჩატარდება ვიქტორინა თავგადასავლები და ბლიც ორთაბრძოლები, რომელშიც მეგობრებთან ერთად ჩაერთვებით.

ამბროლაურში თქვენთან შესახვედრად ემზადებიან კეთილი ნების ელჩი, მსახიობი ნატა მურვანიძე, არტისტი-მხატვარი-გრაფიტისტი გამეზა.

ამბროლაურში ღონისძიებას შემოუერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

ამბროლაურში დღის გეგმა ასე გამოიყურება: 12:00 – 18:00

  • თქვენ გელით კამპანიის ცნობიერების ამაღლების ინსტალაცია თამაში, რომელშიც მეგობრებთან, კამპანიის კეთილი ნების ელჩებთან, ბლიც-ორთაბრძოლებითა და მხიარული მარშით ცნობადობის ამაღლებას და კარგ გართობას გპირდებიან.
  • გამეზა მოხატავს კამპანიის ფერად სტენსილს, რომელიც ამბროლაურში ღონისძიების სამახსოვროდ დარჩება.
  • ნატა მურვანიძესთან ერთად, ამბროლაურიდან გავაცილებთ კამპანიის ბრენდირებული სამარშრუტო მინიავტობუსების პირველ მგზავრებს. კამპანიის მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალების გავრცელებით, ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

ორგანიზაროტები იმედოვნებენ, რომ  თქვენი მონაწილეობით შექმნიან დიდ დღესასწაულს, რომელიც ყველას ასე გვენატრება!