/სიქიის ზონიდან შესაძლოა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო

სიქიის ზონიდან შესაძლოა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო

Spread the love

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ონში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რამდენიმე ოჯახი რისკის ზონაში ცხოვრობს და შესაძლოა მათი გასახლება გახდეს საჭირო.
„რაც ვნახე ჩემი თვალით ღებსა და პატარა ღებში, რამდენიმე ადგილას მართლა არის რამდენიმე მოსახლე, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება, იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან, როგორც ნიადაგს, ასევე, ღვარცოფულ ქანებს და იქნება ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. დღეს, სამწუხაროდ, ეს არის ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ოჯახურ სასტუმროს დაეხმარება, რათა მათ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.
„რადგან ერთი თვის განმავლობაში შეიძლება, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით პრობლემური იყოს, მათაც, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით იმაში, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება. შესაბამისი შტაბი შექმნილია. შტაბს ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე. ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც აუცილებელია იქნება აქ , ხოლო ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


Spread the love