სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწების თარიღის გადაწევა არ იგეგმება.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით ჯანდაცვის სისტემა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან.
“ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში”
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი მარტში შეწყდა.
