/როდის აღუდგება ონის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება

როდის აღუდგება ონის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება

Spread the love

რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის სოფელები დააზარალა. ძლიერი წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილია  მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ენრგო–პრო ჯორჯის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ონში  მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

“ამბროლაურის ხმა” დაუკავშირდა ონის ენრგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელს, დათო კერესელიძეს, რომლის ინფორმაციით “ნაკიეთის ზემოთ ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წამოიღო გზა და ელექტროგადამცემი ხაზები.

ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება შეუძლებელია, რადგან დაზიანებულ ადგილამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. როგორც კი აღდგება გზა, მაშინვე დაიწყება ელექტრონერგიის აღდგენითი  სამუშაოები.”

 


Spread the love