რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის სოფელები დააზარალა. ძლიერი წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილია მოსახლეობის დიდი ნაწილი.
ენრგო–პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს:
,,ადიდებულმა მდინარემ ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო
ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.
კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს.”
ვცლად ამთემაზე : სტიქია ზემო რაჭაში