/სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში

სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში

Spread the love

27 ივლისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ  და ქარიშხლმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები , ხოლო  მოთხრილმა ხეებმა, რამდენიმე სოფელში უბნებთან მისასვლელი შიდა გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, ხოლო დილიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები.
შემთხვევას ადგილზე გაეცნო, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ლენტეხის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდა, დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდებაც.
“დილიდან დაიწყო გზის აღდგენითი სამუშაოები, ამ ეტაპზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელი, მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე, ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაოებს და რამოდენიმე დღეში გვეცოდინება რა ოდენობის ზარალი გამოიწვია სტიქიამ 6 სოფელში” – არჩილ ჯაფარიძე

 

ფოტო- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის პრეს სამსახური

 

 


Spread the love