ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე მე-6 გამარჯვება იზეიმა
Spread the love
ზაფხულის სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა და საბოლოო წოდებაში დაწინაურებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ამჯერად აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა ,რომელსაც ლევანი აქამდე ხუთჯერ შეხვედროდა, საიდანაც სამი ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
ტაჩიაის, ანუ პირველი ჯახისას,იშიურამჰენკა სცადა და ტოჩინოშინს გაეცალა, თუმცა ლევანმა ბალანსი არ დაკარგა, მეტოქის მავაშიზე ორივე ხელით აიღო ჩავლება და იორიკირით გაიმარჯვა.
ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და მხოლოდ სამი მარცხია.
მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-17 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს 100%-იანი შედეგი აქვს: 8-დან 8 მოგება.