/გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები კვლავ იკეტება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები კვლავ იკეტება

Spread the love

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადასტურებს.
დანარჩენ ორ სოფელზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ბოლო რამდენიმე დღეა, გარდაბნის სოფლებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა.
პირველი საკითხი, რასაც პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. მისი თქმით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს უდიდესი ყურადღება იმისთვის, რო შენარჩუნდეს ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით.
„დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს 12, ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე.
ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


Spread the love