/რაჭის უცნობი ადგილები google-ის რუკაზე

რაჭის უცნობი ადგილები google-ის რუკაზე

Spread the love

 

რაჭის უცნობი ადგილები, google–ის რუკაზე, მარიამ მესხიშვილის ძალიან საინტერესო და აუცილებელი ინიციატივა რაჭის პოპულარიზაციისათვის.

ყველას გავაცნოთ ჩვენთვის ძალიან საყვარელი , ულამაზესი და საინტერესო ადგილები, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია დღეს.

,,დარწმუნებული ვარ ყველა სოფელში იქნება რაღაც ადგილები, რომლებიც არაა რუკაზე დატანილი, იქნება ეს საბანაო, პატარა ჩანჩქერი, უბრალოდ ქედი თუ რა, არ აქვს მნიშვნელობა.

თუ მომაწოდებთ ზუსტ კოორდინატებს და ფოტომასალას, დავამატებ გუგლის რუკაზე.

… ასე უამრავი ადამიანი ნახავს სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ ადგილებს.

პლიუს ამას, ციფრულად შემორჩება იმ ადგილების სახელები, რომლებიც ჩვენ ჩვენი წინა თაობებიდან ვიცით ზეპირსიტყვიერად, მათ  წინა თაობებიდან და ასე…”

რა თქმა უნდა ფოტოების სავტორო უფლებები სრულიად დაცული იქნება.

 


Spread the love