/გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში ნაპოვნია წერილი

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში ნაპოვნია წერილი

Spread the love

ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.
„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახისთვის დატოვებულ წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი.
ასევე, ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ გაქრა მისი კვალი.
მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

 


Spread the love