იფრენს თუ არა ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „რაინეარი“ საქართველოში
Spread the love
წარმატებით დასრულდა საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანია Air France-თან და ის აგვისტოს დასაწყისიდან, ავიარეისებს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ შეასრულებს.
როგორც ცნობილია, რეგულარული ფრენების აღდგენაზე უკვე დასრულებულია ყველა სახის პროცედურა გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-თან, რომელიც აგვისტოდან თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით იფრენს.
ამ ეტაპზე, რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკებები გრძელდება ავიაკომპანია Air Baltic-თან.
ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „რაინეარი“ ე.წ. დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არიან და მათ მიმართ ინტერესი დაბალი ფასის გამო არის. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ ან ერთხელ, ეს მათთვის წამგებიანი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ვიზეარიც და „რაინეარიც” ორივე არის ე.წ დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ეს ნიშნავს, რომ მათ შეინარჩუნონ დაბალი ფასები და ამიტომ გვაინტერესებს ისინი, მოსახლეობასაც ამიტომ აინტერესებს. მათ ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ, ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ, კვირაში ერთხელ, რადგან ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის. ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება ჰქონდათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული. ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რა საკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს“, – განაცხადა თურნავამ.
„ჩვენ, როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც რომ იქნება მზად და ის ქვეყნებიც, საიდანაც გვთავაზობენ ფრენებს, რა თქმა უნდა, დავუშვებთ, რადგან ჩვენი შემოყვანილია „ვიზეარი” საქართველოს ბაზარზე, ჩვენი დიდი მხარდაჭერით. 2016 წელს გაჩნდა „ვიზეარი“ საქართველოში და შარშან, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ხელში მეჭირა მათი თვითმფრინავის მაკეტი და ყველას ვაუწყებდი, რომ კიდევ 19 მიმართულებით აპირებდნენ ფრენას. ასე, რომ ყველაზე დიდი სურვილი ჩვენ გვაქვს, კვლავ აღდგეს მასშტაბურად მათი ფრენები, მაგრამ მთვარია ჯანმრთელობა, დავიცვათ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.