/საგანგაშოა თუ არა კორონავირუსის ყოველდღიური მატება

საგანგაშოა თუ არა კორონავირუსის ყოველდღიური მატება

Spread the love

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყოველდღიურად კორონავირუსის 10-11 შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებლი არ არის და ვერ მოახდენს გავლენას ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებით არსებულ მიღწევებზე.
ეზუგბაიას თქმით, ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია.
მთავარია კორონავირუსის ახალი შემთხვევების იყოს ზომიერი და კონტროლირებადი მატება.
თუმცა, ეზუგბაიას განმარტებით,  აუცილებელია ყველა ადამიანის მიერ რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა.
„ერთი ათეული, ერთნიშნა რიცხვები, თუნდაც ორნიშნა ციფრები, 10, 11 არ არის კატასტროფა და შემთხვევების ასეთი მატება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კოვიდთან მიმართებაში. მთავარი და აუცილებელია, ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს როგორ წარმატებით ახორციელებს და ასევე წარმატებით გააგრძელებს. ჩვენზე, მოსახლოებაზეა დამოკიდებული, როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს, ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური.
ყველა სექტორმა – სამედიცინო სექტორმა, მოსახლეობამ, თუ სხვა სექტორმა, უნდა შევასრულოთ რეგულაციები და ინფექცია მკაცრად გაკონტროლდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არ იქნება საშიშროება იმისა, რომ უმართავი გახდეს ეს სიტუაცია. ისევ იქნება ასეთივე ზომიერი, კონტროლირებადი მატება. კოვიდი არსად წასულა, აქაა. ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ოაზისივით ვართ ამ გარემომცველ ქვეყნებთან მიმართებით. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, რეგულაციები უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 


Spread the love