/იაპონიის ელჩი რაჭაში

იაპონიის ელჩი რაჭაში

Spread the love

იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა გასულ კვირას რაჭას ესტუმრა.
ელჩი მოხიბლული დარჩა ონის სილამაზით და სტუმართმოყვარეობით.
ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ ელჩი მიიწვია სოფელ შქმერში, სადაც მან დააგემოვნა შქმერული, რომელიც ამჟამად ძალიან პოპულარულია იაპონიაში.
ულამაზესმა სოფელმა შქმერმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ელჩზე.
იაპონიის  საელჩო მადლობის წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის ონის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მასპინძელ ოჯახს ქართული სტუმართმოყვარეობისთვის.
 იაპონიაში  დიდი პოპულარობით სარგებლობს რაჭული კერძი შქმერული. საქართველოს საელჩო იაპონიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, მაცუიას მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით ქართულმა კერძმა, შქმერულმა გაიმარჯვა.
შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით მაცუიას 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდება.

Spread the love