პირველად არსებობის ისტორიაში “ოქროს ბურთით” არავინ დაჯილდოვდება
Spread the love
საფეხბურთო ჯილდო “ოქროს ბურთი “, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football -მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ.
„ოქროს ბურთის” დაჯილდოება 1956 წლიდან არსებობს და იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელ ანოს.
არსებობობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მას არავის გადასცემენ. გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება.
2009 წელს ჯილდოს მფლობელი გახდა ლიონელ მესი , რომელმაც ამის შემდეგ 2010, 2011 და 2012 წლებშიც, უკვე ფიფას ეგიდით ჩატარებულ დაჯილდოებებში იპირველა. მან 6-ჯერ მოიპოვა ეს ჯილდო.
ის ოქროს ბურთების საერთო რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
2008-2016 წლებში კრიშტიანუ როლანდუმ ორივე დაჯილდოების ფარგლებში ოთხჯერ მოიპოვა ტიტული და მესის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს გამარჯვებულთა რეიტინგში.