გამარჯობა, ამ წერილს გწერთ 2020 წლის საქართველოდან და მიზანია ის შეცდომები არ გაიმეოროთ რაც 2010 წლიდან საქართველომ დაუშვა.
სამწუხაროდ ამ ათი წლის განმავლობაში ხელისუფლებებმა საკუთარი უსაფრთხოება ამჯობინეს ქვეყნის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას. ისინი ყველა ბერკეტს იყენებდნენ და იყენებენ იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არარსებობდეს.
ჩვენთან დღეს ბევრად უფრო მარტივია ადამიანს შიოდეს, ვინაიდან მართვა ბევრად უფრო გაადვილდება.
ჩვენთვის სულერთია ხელისუფლებაში ვინ იქნება, რადგან არჩევანს უკვე მერამდენე წელია ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ.
უმეტესობა ჩვენგანი არჩევნებზეც არ დადის.
წელს არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ „ტესლას“ ფირმის ავტომობილი მოიგონ, იმედია მოქალაქეობრივი თვითშეგნება თქვენ დროში ბევრად მაღალია და ბევრი “პრიზი” იქნება ამომრჩეველისთვის.
როგორც ადრე,ახლა, წერის დროსაც ულამაზესია საქართველო, თქვენც ამაყობთ ალბათ ქართველობით და იმედი მაქვს ეს სიამაყე გაძლევთ საშუალებას ქმედითი ნაბიჯები გადადგათ ქვეყნის განვითარებისაკენ.
ჩვენ სუფრაზე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ როგორც კი მაგიდას მოვშორდებით აღარ.
გვშურს ერთმანეთის, არა არ იფიქროთ, რომ ვინმეს რამე გრანდიოზული ან თავმოსაწონებელი აქ, უბრალოდ მთავარია ჩვენი სულიერი თუ მატერიალური სიმდიდრე თვალში მოვახვედრო მეზობელს, მეგობარს,ნათესავს ნაცნობს თუ უცნობს.
დღეს ყველას გადაშენების შიში იპყრობს, თუ ამდენ ჭირ–ვარამგამოვლილი ერი ასე მარტივად ქრება.
თუმცა, ქალი რომელიც ქმრის გარდაცვალების მერე გათხოვებას გადაწყვეტს ,,ბოზია”
მშობლები შვილებს არ იცნობენ, სამწუხაროდ საქართველოში უმეტესობამ დედის სითბო არ იცის როგორია, ვინაიდან ემიგრაციაში ცხოვრობს და მამა სახლში ზის.
ჩვენთან ყველაზე მეტ მავნებლობას სოფლიდან ქალაქს შეფარებული ახალგაზრდა ჩადის, ვინაიდან ,,ზედოზირებულ თავისუფლებას“ ეზიარება.
რაც მთავარია, თავისუფლება არ ვიცით რა არის.
არ იფიქრო, რომ ბოღმა ან ბრაზი მალაპარაკებს, ეს მართლა ხდება… ადამიანი ხელს რომ გამოგიწვდის, თვალმოჭუტული უმზერ და ელოდები რას გაგიკეთებს ცუდს. ახალგაზრდები მაღაზიაში კონსულტანტებად ბერდებიან, იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფომ განათლების მიღებაში.
აქ ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდება, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არ ვიცით.
P.S. იმედი მაქვს ჩემ ნაწერზე ბევრს იცინებ ან თუნდაც იტირებ თუ კიდევ ასეა ყველაფერი, როგორ მინდა რომ მოგწერო “ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრიდან ამოვიდეთ” მაგრამ…
პატივისცემით: წარსული
.