/წყლის რიგი ამბროლაურში

წყლის რიგი ამბროლაურში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

მეორე დღეა ამბროლაურში წყალი არ მოდის, როგორც  ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”  შეტყობინებიდან ვიგებთ,  ,,ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ამბროლაურში წყალმმომარაგება აღდგება 19 ივლისის დილის 09:00 სთ–იდან”.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაბინძურებული წყალი წამოვიდა და მალე ისიც შეწყდა.

ამბროლაურში, სულ ორი ადგილი არსებობს სადაც წყალი მოდის, ერთი ქვაბტკარია და იქ წყლის დებეტი ძალიან მცირეა, მეორე კი პოლიციის შენობის გვერდზე,  რომელიც საკმაოდ არაკომფორტული და მოუწესრიგებელია.

ამბროლაურში ეს პრობლემა დიდიხანია დგას, იხ.სტატია  : https://ambrolauriskhma.ge/349550/