/უხვი ნალექის გამო, სოფელ ველევში საუბნო ხიდი და გზები დაზიანდა

უხვი ნალექის გამო, სოფელ ველევში საუბნო ხიდი და გზები დაზიანდა

Spread the love

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველევში ძლიერი ნალექსი შედეგად მდინარე ველეულა ადიდდა დააზიანა საუბნო ხიდი,   ,,გელბახიანების”  უბანი კი მთლიანად  მოწყვეტილია სოფელს, ამის შესახებ იქ მცხოვრები სოფიო მაცაბერიძე გვწერს,

  ,,ველევში რა ხდება არ ვიცი, მე გელბახიანების უბნიდან ვარ, ხიდი აღარაა და ვერ გადავდივარ იქით , რომ ვნახო, მაგრამ ჩვენთან წაიღო ყველაფერი, თან ეს მხარე მეწყერიანია და გული გვისკდება ყველას”

ძლიერი წვიმის გამო ძალიან დაზიანდა გზები, წყლის ნაკადი ახლაც შუა გზაზე მოედინება, მოთხრილია ხეები.

ვიდეო მასალა : https://bit.ly/30mxdL4

ფოტოები: სოფიო მაცაბერიძე

 

 


Spread the love