/საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

Spread the love

16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და ხვალ, 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ამასთან,  ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

Spread the love