/ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები დიდი რისკის შემცველია

ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები დიდი რისკის შემცველია

Spread the love

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან დიდი რისკის შემცველია.
ეზუგბაია მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ რეალური საფრთხე ვერ გაიაზრა და მნიშვნელოვანია,  სწორი ინფორმაციის სისტემური მიწოდება, რათა გადავლახოთ ის დაბრკოლება, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაშვი ვიბრძვით.
„ამაზე ვლაპარაკობთ ყველა, მხოლოდ მე არა. ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს. მე დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. თვითონ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სექტორი და მეოთხე თქვენ – მედია.
თქვენ გარკვეულწილად ეწევით საქმიანობას, რომლითაც ჩვენ გამუდმებით ველაპარაკებით მოსახლეობას, რა არის სწორი და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ ყველაფერს, ალბათ, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ეს მონაცემები არ დაეცემა. იმედია, რომ ჩვენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ ისე, როგორც აქამდე გვაქვს გადალახული“, – განაცხადა ეზუგბაიამ

 


Spread the love