მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა
Spread the love
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა.
შესაბამისი შეღავათებით გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძის და დმანისის მუნიციპალიტეტების 59 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
ამასთან, გურიაში გომის მთაც მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს.
„ჩვენს 246 000 მოქალაქეს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 000 მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან ერთად დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს და ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება. გომის მთა ჯერ მიიღებს დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.