/ჩააბარებს თუ არა ის აბიტურიენტი გამოცდას, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა

ჩააბარებს თუ არა ის აბიტურიენტი გამოცდას, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა

Spread the love

მთავრობის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა, დარჩენილ ერთ გამოცდას მკურნალობის პირობებში ჩააბარებს.
პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან.
„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები დაძაბულები არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო, ინფექციის მიუხედავად კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი, გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


Spread the love