/10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, სოფელ ყარაჯალაში

10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, სოფელ ყარაჯალაში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

 წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

განახლებული ინფორმაცია StopCov.ge –ზე