მაღალი რისკის მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება
Spread the love
საქართველოს პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა თანმდევი კანონების ცვლილებების პაკეტი მე-3 მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, რომელიც სპეციალური GPS სისტემის მეშვეობით განხორციელდება.
მაღალი რისკის მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება შსს-ს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივი კონტროლი განახორციელოს მოძალადის გადაადგილებაზე და საჭიროების შემთხვევაში, ძალადობის განმეორების პრევენცია მოახდინოს.
ამ სისტემამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უფრო ეფექტიანი გახადა და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა. ს
მისი დანერგვა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პარტნიორობით, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.