/აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვი უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვი უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

Spread the love

საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო კონსულტაციის სერვისი, ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ცხელი ხაზის ნომერია- 111.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით,  ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან.
შესაძლებელია ეს იყოს, როგორც ერთჯერადი, ასევე ხანგძლივი მკურნალობა.
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111, ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან და გამგეობებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან.
ცხელი ხაზი – 111 „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს.
ამ დროის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე 111-ში, 600-ზე მეტი მიზნობრივი ზარი შევიდა. ცხელი ხაზის ოპერატორებმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს და დახმარება გაუწიეს 450 ბენეფიციარს, ამ ეტაპზე 163 შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის მუშავდება.

Spread the love