/საქართველოს მთავრობას შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გატარების უფლება გაუხანგრძლივდება.

საქართველოს მთავრობას შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გატარების უფლება გაუხანგრძლივდება.

Spread the love

პარლამენტში ამ წუთებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.
„ევროპული საქართველოს“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატების აზრით, აღნიშნული ცვლილება ანტიკონსტიტუციურა.
ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, ის არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კანონპროექტში შემზღუდავი ნორმებია, რომელიც უფლებამოსულების ბოროტად გამოყენების მცდელობას შეზღუდავს.

 


Spread the love