/ლიხეთი • შკედი

ლიხეთი • შკედი

Spread the love

 

ლიხეთი – შკედის ტურისტული ბილიკი

მარშრუტი მარტივია და მისი ხანგრძლივობა 2-3 დღეს შეადგენს ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მარშრუტზე არ არის სასმელი წყლის პრობლემა.

ბილიკი სოფ. ლიხეთში იწყება და ყელიდას უღელტეხილისკენ მიემართება მარტივი სირთულის ბილიკით. სტარტიდან 2.4 კმ-ში ბილიკი მეჭვრეთის VIII-IX სს-ის მონასტრის ნანგრევებთან მიდის (მეჭვრეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია რაჭაში) შემდეგ გზა აღმართს შეუყვება და საფერისწვერის საბანაკე ადგილზე მიდის (აქვეა მწყემსების სადგომებიც). აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ საფერიწვერს ადგილობრივები საფერისცვალოს უწოდებენ.

საფერისცვალოს (საფერისწვერი) საბანაკედან ბილიკი კვლავ უღელტეხილისკენ მიემართება და 150 მ-ში მიდის გზაჯვარედინთან, საიდანაც გზა მარცხნივ გრძელდება (მარჯვენა ბილიკი სოფ. ურავში ჩადის) და მარშრუტის უმაღლეს წერტილზე, ყელისის (ყელიდა) უღელტეხილზე ადის (3036 მ.) . აქედან ბილიკი სწრაფად ეშვება და ტბების საბანაკე ადგილამდე მიდის. აქ მდებარეობს სამი ტბა, რომელთა ნაპირებიც საუკეთესოა დასაბანაკებლად.

ტბების საბანაკედან ბილიკი მდ. ღაბიშურას ხეობაში ეშვება, გაივლის მწყემსების კიდევ ერთ სადგომს და საბოლოოდ სოფ. შკედში სრულდება.


ფოტოები:მარიამ მესხიშვილი

 

 


Spread the love