/გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმები იზრდება

გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმები იზრდება

Spread the love

 

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმების გაზრდას გულისხმობს.

ნარჩენით გარემოს საცხოვრებელი სახლიდან დანაგვიანებისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან კი მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, აქამდე 300 ლარით დაჯარიმდებოდით მსგავსი ქმედების გამო .

დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 6000 ლარის ოდენობით.

გაიზარდა ჯარიმები სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე — 1მ³-მდე მოცულობის ნაგვის დაყრისთვის ფიზიკურ პირი 200-ის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული  პირი, 500-ის ნაცვლად 2000 ლარით. თუ ამ ტიპის ნარჩენების რაოდენობა უფრო მეტია, 1500 ლარი იქნება ჯარიმა. იურიდიულ პირებს ამ შემთხვევაში 3000 ლარის გადახდა მოუწევთ.

ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც
შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია
დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა
ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება– გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

1 მ³-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით
ტერიტორიის დაბინძურება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ჯარიმები გაიზარდა არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისთვის, ასევე, ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის, მათ შორის, სასაკლაოდან; სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვებისთვის, ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის და ა.შ

ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის წევრები: სულხან მახათაძე და გუგა გულორდავა არიან. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მიუხედავად ჯარიმებისა, გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით მაინც ანაგვიანებენ.

,,არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ნარჩენების შესახებ კოდექსი – https://bit.ly/32hpoJo

 

 


Spread the love