სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულების “მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, ახალგაზრდობის სააგენტო, ,,ამბროლაურის ხმას” ეწვია მისი ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც ევროპული სტანდარტებით შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა.
ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
რევაზ ჩარკვიანი გვესაუბრა სააგენტოს მთავარ იდეასა და რაჭასთან დაკავშირებულ გეგმებზე
ვრცლად მოუსმინეთ – https://bit.ly/2DAoRb