/ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტს ეწვია

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე
დღეს ონის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართული ადგილობირვი თანამშრომლები.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებულია სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.
რეფორმის ერთ–ერთ მიმართულებას „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკა“ წარმოადგენს. რომლის ფარგლებში ხორციელედება რეგიონული ტურნე, რომელიც მოიცავს 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარლებში სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია.
მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ონის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით,  შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
მნიშვნელოვანია ადგილზე არსებობდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც განახორციელებს კოორდინაციასა და აღსრულებას.
ამისათვის, სააგენტო 4 ეტაპად გადაამზადებს მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლებს.
ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.