/“რადიო საუბრები” – ახალი საავტორო გადაცემა “ამბროლაურის ხმა”-ზე

“რადიო საუბრები” – ახალი საავტორო გადაცემა “ამბროლაურის ხმა”-ზე

Spread the love

“ამბროლაურის ხმა” იწყებს ახალ საავტორო გადაცემას.
გადაცემა გავა ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 16:00 საათზე.
გადაცემის მიზანია შექმნას დისკურსი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისა და განვითარებისთვის ისეთ თემებზე საუბრით, როგორებიცაა: თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა, თაობათა განსხვავებები როგორც გამოწვევა და მათი დაძლევის გზები, პატარა ქალაქების/რეგიონების „კომპლექსები“, სიძულვილის ენა, დისკრიმინაცია, ბულინგი და ა.შ.
მსმენელს საშუალება ექნება ფეისბუქით, კომენტარების სახით, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს თემასთან დაკავშირებით, რომელსაც წამყვანი აუცილებლად გააჟღერებს.

Spread the love