/საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამაკაცი, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

კასპში, გამყოფი ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი, სხვილოს ციხის სიახლოვეს, იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა და ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.

დაკავებული გახელაძე, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს, (ინფორმაცია: კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი სტეფანე მესროფაშვილი)

ფოტო: რადიო თავისუფლება