/“ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”

“ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”

Spread the love

 

საქართველო  ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტის სხვადასხვა სახეობით, ამასთან ერთად სპორტსმენთა დისციპლინით, როგორც სპრტულ ისე მორალურ ჭრილში . 

    ბერძენმა ხალხმა თავის დროზე უნებლიე შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა:“ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“-ო, ვინაიდან რაც დრო  გადის  ვხვდებით, რომ კუნთის სიმაგრეში როდია  ქვეყანის დემოკრატიის რელსზე დაყენება.

საქმეში ფილოსოფოსები ჩაერთნენ და მიიჩნიეს, რომ ტვინის ვარჯიშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და პლატონმა პირველმა დაგმო ოლიმპიური თამაშების ლოზუნგი.

     თუმცა, ბერძენ ხალხს ვერ გაამტყუნებ, ვინაიდან სპორტსმენი შედარებული იყო ოლიპოს ღმერთებთან, მას ჰქონდა თანდაყოლილი ძალა,  (და არა მერე შეძენილი ) მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ვერც კი წარმოედგინათ მაშინდელ ფანატიკოს ბერძნებს ან ნებისმიერ ოლიმპიური თამაშების მოტრფიალე ადამიანს, სპრცმენს თუ შეეძლო არასწორი ნაბიჯის გადადგმა.

      დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ, ყველა სფერში ჩხუბით გვარდება პრობლემა,რა თქმა უნდა ამ ყველაფრით გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ და ჩვენ დაფინანსება მოხსნილ, მშიერ, ნიჭიერ თუ ძალით სპორტსმენებს სათავისოდ იყენებენ.

      ენამ „მოდერნიზაცია“  განიცადა და სიტყვა სპორტსმენი „ზონდერად“ აქცია. მსვლელობებზე, აქციებზე, არჩევნებზე ყველგან საჭირო გახდა კუნთმაგარ ი „დიდი ბიჭების“ გვერდით დაყენება.

მთავარი ხომ ფულია და შემდეგ ჯანსაღი სული…

      რამდენზე გაგვიგია თითოეულ ჩვენთაგანს:“როგორი ნიჭიერი იყო და ცხოვრებამ ასე მოუწია“-ო. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი მთავარ პრიორიტეტად არ გვაქვს, მხოლოდ საყელყელაოდ…

       ძალიან რთულ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, ყველაფერი და ყველა პოლიტიკის ჭრილში გადის, საბოლოოდ გული გვწყდება, როდესაც ტიტულის მიღმა ვრჩებით.

      „კარგად გაკეთებული სჯობია კარგად ნათქვამს“

 


Spread the love