/აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

Spread the love

. თურქეთის სასამართლომ თითქმის საუკუნის წინანდელი ბრძანება გააუქმა და 10 ივლისს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

ტაძრის ისევ მეჩეთად გადაკეთების  პირობა, ერდოღანმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დადო.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.

“აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა გახდეს” – მუსტაფა ქემალ ათათურქი

“UNESCO მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ობიექტის უნივერსალურ ღირებულებაზე.”

UNESCO– განცხადებით, თურქული ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ყოველგვარი წინასწარი განხილვის გარეშე მიიღეს, მოითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალური ღირებულების დაცვას.

აია–სოფია სტამბოლის ისტორიული ტერიტორიის ნაწილია და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული .  ”აია–სოფია არის არქიტექტურული შედევრი და უნიკალური ჩვენება, საუკუნეების განმავლობაში ევროპის და აზიის ურთიერთობისა.  მისი როგორც მუზეუმის სტატუსი,  ასახავს ამ დიდი მემკვიდრეობის უნივერსალურ ბუნებას და მას ,,დიალოგის” ძლიერ სიმბოლოდ აქცევს.”

იუნესკოს წინასწარ უნდა მიეცეს ინფორმაცია, მსგავსი ცვლილების შესახებ, რომელსაც, განიხილავს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი.

UNESCO-ს განცხადება სრულად იხილეთ აქ – https://bit.ly/2Cu1PC4

გარეკანის ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

აია სოფიას ბიზანტიური, მართლმადიდებლური მოზაიკები:

 


 


Spread the love