/“ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე”

“ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე”

Spread the love

1992 წელს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სერვისით შემოვიდა.
დღეისათვის ASB სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გარე დახმარებაზე მისი დამოკიდებულების დონის შემცირება.
“თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში”- ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრმა” მოიპოვა ორგანიზაციის მიერ კოვიდ 19-ის საპასუხოდ გამოცხადებული გრანტი, “ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე” , რომლის ფარგლებში 22 ხანდაზმულ შშმ პირს  200 ლარის სასურსათო და პირველადი მოხმარების სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემა.
საჩუქრების გადაცემა უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად დაურიგდება ყველა ბენეფიციარს.

 


Spread the love