/ჯინჭვისის თასი 2020

ჯინჭვისის თასი 2020

Spread the love

 

მინი ფეხბურთის ტურნირი, ონის მუნიციპალიტეტის სოფ: ჯინჭვისში წელს პირველად გაიმართება სახელწოდებით ,,ჯინჭვისის თასი 2020” , ორგანიზატორი ადგილობრივი–მამუკა მეტრეველია, რომელიც მეგობრებთან ერთად უკვე სამი წელია რაც ,,თოვლის ფესტივალს” ატარებს, მასთან ერთად ასევე ტურნირს ორგანიზებას უწევენ, მირიან ჩალაძე, ვლადიმერ და მალხაზ მეტრეველები.

მამუკა მეტრეველი ჯინჭვისის თასის შესახებ:

,,ყოველ საღამოს მეგობრები ფეხბურთს ვთამაშობთ, ახლა ძალიან ბევრნი ვართ, გაგვიჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა ტურნირი, რომელიც უკვე დავაანონსეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს რა თქმა უნდა დასაწყისია (დაჩქარებულად მოვემზადეთ),  შემდეგ უკვე ვაპირებთ, რომ შეჯიბრი უფრო მასშტაბური გავხადოთ, ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო, რაც მთავარია შევძლოთ, რომ ძალიან ბევრი გუნდი ჩავრთოთ ტურნირში.

წელს პირველად ტარდება და ხუთი გუნდი უკვე დარეგისტრირებულია, ამბროლაურიდან არ შეგვხმიანებიან, ისე კი დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.

ტურნირის ორგანიზატორები,  მეგობრები ვართ,  მირიან ჩალაძე რომელიც ახლა თასის ჩამოსატანად არის წასული, ზურა, ვლადიმერ, დავით და მალხაზ მეტრევლები, გუშინ ერთად დავხაზეთ სტადიონი.

მთელი სოფელი ვემზადებით, იმედი გვაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება, ტურნირი მუსიკის თანხლებით გაიმართება.

გამარჯვებულებს, თასებით და სიგელებით დავაჯილდოვებთ.

ასევე, აგვისტოში ვაპირებთ ბევრად უფრო დიდი ტურნირის ჩატარებას, რომელიც  უკეთ იქნება ორგანიზებული.”

11 ივლისი,  16:00 საათიდან –  ,,ჯინჭვისის თასი 2020”


Spread the love