/როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

Spread the love

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა “ბიბისი” სტატიას ქარველ ექიმებზე.
საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყანად თვლის.
საქართველოში Covid-19- ის 1145 შემთხვევაა რეგისტრიებული, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა 3,7 მილიონი ადამიანიდან.
სამეცნიერო ჯგუფს, რომელსაც  წარმატებულად მართა ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია, სამი მუშკეტერის სახელით მოიხსენიებენ.
სტატიის ავტორი შედარებას აკეთებს მეზობელ ქვეყანასთან, სომხეთთან  და აზერბაიჯანთან, სადაც ეპიდემიური სიტუაცია მძვინვარებს და ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
საქართველოს პირველი Covid-19-ის შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამის შემდეგ, მთავრობის რეაქცია იყო სწრაფი და ეფექტური.
მარტის შუა რიცხვებიდან დაიკეტა ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და ბიზნესი, შეცერდა  საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა დიდი შეკრებები, ქალაქებს შორის მიმოსვლა. შემოღებულ იქნა კომენდატის საათი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.
„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა „ბიბისის“ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საინფორმაციო კამპანიას და ინფორმაციის რეგულარულ განახლებებს ხელმძღვანელებდნენ ქვეყნის უმაღლესი მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
NCDC- ის ლუგარის ლაბორატორია ყოველთვის რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო, თითქოს იგი ს აშშ-ს საიდუმლო ბიო-იარაღის პროგრამის ნაწილი იყო. მაგრამ მისმა მუშაობამ ყველას ნათლად დაანახა რეალური სახე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია. ამასთანავე, მოსახლეობის 60 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ტყუილის სიმართლისგან გარჩევა შეუძლია.
კვლევაში მონაწილე მოქალაქეების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ მოსაზრებებს, მათ შორის იმას, რომ: ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წევრი ქვეყნები მარტო დატოვა (54 % არ ეთანხმება), რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება (60 % არ ეთანხმება), რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან (45 % არ ეთანხმება).
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.
მოქალაქეების 66 % ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.
აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.


Spread the love