/გავაზიაროთ მოხალისეობრივი ისტორია!

გავაზიაროთ მოხალისეობრივი ისტორია!

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” (EDEC) აცხადებს მოხალისეობასთან დაკავშირებულ ორ კონკურსს:

1. ესეების კონკურსი “მოხალისეობის ისტორია საქართველოში”;
2. საქართველოს მოხალისე 2020.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

კონკურსის პირობები:

ესეების კონკურსი “მოხალისეობის ისტორია საქართველოში”:

მოხალისეობის თემაზე შექმნილი საკონკურსო ესე უნდა მსჯელობდეს საქართველოში მოხალისეობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მსჯელობა გამყარებული უნდა იყოს მოხალისეობის ფაქტებით როგორც ქართული ეთნოგრაფიიდან, ასევე საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებიდან.

2. საქართველოს მოხალისე 2020:

კონკურსი გამოავლენს საქართველოში თანამედროვე მოხალისეობის საუკეთესო მაგალითებს. მოხალისის/მოხალისეთა ჯგუფების საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ სფეროს.

ესეების კონკურსში “მოხალისეობის ისტორია საქართველში” – საკონკურსო ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მოცულობით 5-7 გვერდი; შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა – 12, ხაზებსა და აბზაცებს შორის დაშორება – 1, 5.

განაცხადს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • ნამუშევრის ავტორი;
  • ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.კონკურსში “საქართველოს მოხალისე 2020” – მონაწილე პირმა/ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ინფორმაცია (2-3 გვერდი) მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს 2019-2020 წლების პერიოდს და აღწერილი უნდა იყოს მოხალისეობრივი ინიციატივის/ინიციატივების შინაარსი, ასევე თუ რა ზეგავლენა მოახდინა აღნიშნულმა საქმიანობამ საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებზე. საჭიროების შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებებთან/დამადასტურებელ მასალებთან ერთად.

განაცხადს აუცილებლად თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • კონკურსანტის სახელი, გვარი;
  •  კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@edec.ge ელექტრონული ფოსტის სათაური უნდა იყოს “საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე”.

ბეჭდური ვერსიების მოწოდების შემთხვევაში, საკონკურსო ნამუშევრები უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში წარწერით “საკონკურსო მასალა მოხალისეობაზე” და გამოიგზავნოს ან წარდგენილი იქნას შემდეგ მისამართზე:

ქუთაისი, პავლე ინგოროყვას ქ. #64;
“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”
ტელ: (0431) 25 13 30
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი

კონკურსის ვადები:
26 ივნისი, 2020 – კონკურსის გამოცხადება;
31 აგვისტო, 2020 – საკონკურსო მასალები მიღების ბოლო დღე;
5 სექტემბერი, 2020 – საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკაციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
სექტემბერი, 2020 – დაჯილდოვება.

გარეკანის ფოტო მასალა: გოგა ჩანადირი

კიდევ უფრო ვრცლად იხ. ბმული: https://bit.ly/2OefHTT